ჩვენ შესახებ

ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფი არის ლინგვისტების და პროგრამისტების გუნდი, რომლის მიზანია ენათმეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების საფუძველზე ქართული ენის კომპიუტერული დამუშავება და კვლევა.

ამ გუნდმა 1998 წელს დააფუძნა ქართული ინფორმატიკულ-ლინგვისტური ცენტრი, რომელი 2009 წლიდან ფუნქციონირებს ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფის სახელით.

გუნდი

  • ქეთევან დათუკიშვილი

    ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი

  • ნანა ლოლაძე

    ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი

  • მერაბ ზაკალაშვილი

    პროგრამისტი

პროექტები ჩვენი მონაწილეობით

განხორციელებული პროექტები

  • ქართული ლექსიკონი, ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - „საქართველო“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2006-2014 წწ.
  • ქართული ენის გრამატიკის კომპიუტერული ცნობარი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ 2000 – 2001 წწ.;
  • თანამედროვე ქართული ენის სიტყვაფორმათა კომპიუტერული ლექსიკონი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ 1999 – 2000 წწ.;

პუბლიკაციები

ჯგუფის წევრების სამეცნიერო საქმიანობა აპრობირებულია ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებზე. გამოქვეყნებულია სამეცნიერო შრომები.